რასა იუკნევიჩიანე: საქართველო მარტო არ არის, ევროკავშირი მის გვერდითაა

Read Time:1 Minute, 14 Second

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, საქართველო მარტო არ არის და მის გვერდით დგას ევროკავშირი.

როგორ „ქრონიკას“ რასა იუკნევიჩიანემ განუცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, შარლ მიშელმა უდიდესი საქმე გააკეთა თბილისში ჩამოსვლით და განსახილველად მაგიდაზე 6 პუნქტის წარდგენით. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ ვხედავთ საჭირო ნაბიჯების გადადგმას და მოლაპარაკების დაწყებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს დიალოგის დაწყებისკენ. ქართველების გარეშე და ხაზი მინდა გავუსვა, ორივე მხრიდან ქართველების გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. დიალოგის დასაწყებად და მოლაპარაკებებისთვის საზოგადოებასაც შეუძლია, მოლაპარაკებებისთვის ბიძგი მისცეს.

ყველა მხარემ უნდა იფიქროს პასუხიმგებლობაზე, რადგან არ ვფიქრობ, შარლ მიშელმა ბევრჯერ შეძლოს საქართველოში ჩასვლა და ილაპარაკოს, ილაპარაკოს და ილაპარაკოს. პროცესის წინ წასვლელად ქართველებზეა ამ მომენტის მაქსიმალურად გამოყენება. რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი?

ეს ნიშნავს ევროკავშირის ძალიან მტკიცე პოზიციას, რომ საქართველო მარტო არ არის. არ იქნება სწორი პოზიცია, თუ საქართველოში რამდენიმე თვეში ვინმე გამოვა და იტყვის, რომ არავის აინტერესებს, რა ხდება საქართველოში. საქართველო არ ხარ მარტო – ამას ამბობს მიშელის ვიზიტი და პრეზიდენტმა ეს თბილისში განაცხადა.

ძალიან მაღალ დონეზეა საქართველოს საკითხი აყვანილი. ევროკავშირს სჭირდება საქართველო – ეს იყო პრეზიდენ მიშელის თბილისში განხორციელებული ვიზიტის მთავარი არსი. მოლაპარაკებების დასაწყებად ერთი კვირა საკმარისია და დიდი დროა. ყველაზე სამწუხარო იქნება ამ მომენტის ხელიდან გაშვება და შესაძლებლობის დაკარგვა.

თუ მოლაპარაკება არ დაიწყება, ეს აჩვენებს, რომ ქართველები არ არიან მზად, ევროკავშირის მიერ გაწვდილ ხელს უპასუხონ და რთული იქნება რამის გაკეთება. ასე ვიტყოდი, ვერავინ იქნება იმაზე მეტად ქართველი, ვიდრე ქართველი. მე მაქვს მოლაპარაკებების დაწყების იმედი და ამიტომ ვარ აქ. ველაპარაკებით ორივე მხარეს და გვაქვს იმედი. იმედი რომ არ მქონდეს, მაშინ აქ არც მოვიდოდი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა „ქრონიკასთან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი: ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
Next post შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა