შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა

Read Time:48 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დანიელსონი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში შუამავალი იქნება და საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საქართველოში და პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს.

„პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, სრულად ჩაერთონ კოსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა შეძლოს“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ვიდრე 2011 წელს დაინიშნებოდა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ.

2013 წელს დანიელსონი გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი – სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.

ის საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რასა იუკნევიჩიანე: საქართველო მარტო არ არის, ევროკავშირი მის გვერდითაა
Next post ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება