გიორგი ხელაშვილი: ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
ბრიუსელში გაცილებით უფრო ადეკვატურად უყურებენ საქართველოს, ვიდრე ეს ხშირად საქართველოში წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების არსი იმაშია, რომ პოზიცია დაახლოვდეს. მნიშვნელოვანია, მხარეები რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე მივიდნენ ამ მოლაპარაკებებზე და რაც მთავარია, ევროკავშირის მხრიდან ჩართულობა იყოს უმაღლეს დონეზე.
„ხვალ ევროპარლამენტში დებატებზე ველოდებით ძალიან ფუნდამენტურად განხილვას. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში ასე კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესები. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოთი და ყველა საუბარი საქართველოს თითქოს რადარებიდან გაქრობაზე, დაკარგვაზე – ტყუილია.
რეალურად ერთი კვირა დარჩა და დიდი იმედი მაქვს, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მიუხედავად, შეთანხმებას მივაღწევთ და ამისათვის ორივე მხარემ კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს.
ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მედიაცია უნდა იყოს მხარეებს შორის მედიაცია და არა რომელიმე მხარის დადგომა. ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვურევთ ხოლმე საქართველოში, მაგრამ ეს აქ არ ეშლებათ. აქ გამოცდილი დიპლომატები და პოლიტიკოსები არიან. ხაზგასასმელია, რომ ამ პროცესს სათავეში უდგას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ამაზე მაღალი დონე ევროკავშირში არ არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი ავტორიტეტი, მიშელის პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება კონსენსუსის მიღწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. ისინი კოლეგებს ხვდებიან. ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...