რამდენიმე კვირა ვაქცინაციამდე – ჯანდაცვის სამინისტრო ხვალ სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს

Read Time:39 Second

რამდენიმე კვირაში საქართველოში ვაქცინაცია იწყება. პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინით 15 ათას მედიკოსს აცრიან. მედპერსონალს, რომელიც კოვიდ განყოფილებებში მუშაობს, ვაქცინას 2 ეტაპად გაუკეთებენ. მარტში კი ქვეყანა დამატებით დოზას მიიღებს.

გეგმის მიხედვით სულ მოსახლეობის 60 % უნდა აიცრას , მათ შორის ქრონიკული დაავადების მქონე პირები , ბენეფიციარები, ასაკოვანი ადამიანები და 46 ათასი სამედიცინო პერსონალი.

საქართველო მარტის მეორე ნახევარში კოვაქს პლატფორმიდან დამატებით დოზებს კიდევ ელოდება, ამჯერად უკვე AstraZeneca-ს , რომელსაც განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა არ ესაჭიროება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინა ადამიანების ჯანმრთელობას აზღვევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრევენციული ღონიძიებები – პირბადის გამოყენება და დისტანცია საჭირო აღარ არის.

Pfizer-ის ტიპის ვაქცინას განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა ესაჭიროება, ტემპერატურა – 70 გრადუსი უნდა იყოს. მედიკამენტის გადანაწილება 3 დიდ ქალაქში თბილიში ბათუმსა და ქუთაისში მოხდება.

ხვალ ჯანდაცვის სამინისტრო სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს, სადაც იმ კლინიკების ჩამონათვალი იქნება სადაც ვაქცინაციის პროცესი განხორციელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ორი დღე კენჭისყრამდე – შეუჩერებს თუ არა პარლამენტი უფლებამოსილებას ოპოზიციონერ დეპუტატებს
Next post დიმიტრი ხუნდაძე – პარტიულ ტელევიზიებს: ჩემ წინააღმდეგ საზოგადოების მოსამართად იქნებ ერთი კონკრეტული თემა როგორმე ობიექტურად დაამუშაოთ და ჭორაობის ნაცვლად დაზუსტებულ ფაქტებზე ისაუბროთ