დიმიტრი ხუნდაძე – პარტიულ ტელევიზიებს: ჩემ წინააღმდეგ საზოგადოების მოსამართად იქნებ ერთი კონკრეტული თემა როგორმე ობიექტურად დაამუშაოთ და ჭორაობის ნაცვლად დაზუსტებულ ფაქტებზე ისაუბროთ

Read Time:1 Minute, 5 Second

უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე პარტიული ტელევიზიების ბოლო დროს მიერ მის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებს ეხმიანება.

„პარტიული ტელევიზიები, ბოლო დროს, ეკრანს ხშირად უთმობენ ჩემს პერსონას და საქმიანობას. ისევ ტყუილი, არაფერი კონკრეტული და მხოლოდ ვარაუდები. დამკვეთებს ვურჩევდი, საზოგადოების ჩემს წინააღმდეგ მოსამართად, თუ მაინცდამაინც ეს სურთ, იქნებ ერთი კონკრეტული თემა როგორმე ობიექტურად დაამუშაოთ და ჭორაობის ნაცვლად დაზუსტებულ ფაქტებზე ისაუბროთ. თუ საჭიროდ ჩათვლით მეც გესტუმრებით, მხოლოდ პირდაპირ ეთერში, “ჭრა-კერვაში” დრო ფუჭად რომ არ დაიხარჯოს. თუ სურვილი გექნებათ, უკვე გასულ სიუჟეტებსაც შევეხოთ ერთად, თორემ მართლა დაიჯერებს დამკვეთი, რომ მიწებს ვისაკუთრებ, “ქათმების თუ კვერცხების” ბიზნესს ვლობირებ, კლინიკებს ვფლობ და გამორჩეული ქონების პატრონი ვარ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მადლობელი იქნება, თუ პარტიული ტელევიზიები მის საქმიანობას ადგილიდან რეპორტაჟებით მართლა გააშუქებენ.

„ისე, ჩემს საქმიანობას თუ მართლა გააშუქებთ, ადგილიდან რეპორტაჟებით, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ერთად ვნახავთ 8 წლიანი მაჟორიტარობით რა გაკეთდა მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩემს გუნდთან ერთად. ისიც ფაქტია, ამ დროში ყველაფერი ვერ მოგვარდებოდა და ყველა კმაყოფილი ვერ იქნებოდა, მაგრამ უკმაყოფილო ხალხს ნუ აკადრებთ იმას, რომ თქვენთვის სასურველი ტყუილი, შუბლის ძარღვის კონტროლის გარეშე ილაპარაკონ და წარუმატებლობის მიზეზი ყოველთვის სხვას დააბრალონ. ჩემი ვითომდა “გაშავებით” სხვა “გააპრავონ”, ან რომელიმე უმსგავსო საქმეს გზა გაუხსნან. ასეთი ბევრი გადამიტანია. ჩემი ძალა სიმართლეშია, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს და უკვე მესამედ, ხალხის მხარდაჭერით პარლამენტში ვცდილობ მათივე უფლებები დავიცვა. დავიცვა ასევე ჩვენი უძველესი დედაქალაქის ინტერესები, რაზეც ვერავინ, ვერასოდეს, ვერასგზით უარს ვერ მათქმევინებს“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენიმე კვირა ვაქცინაციამდე – ჯანდაცვის სამინისტრო ხვალ სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს
Next post თეა წულუკიანის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული ცვლილებები დიდი ხანია, მზადაა, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტმა ის ცალკეული ძალების პოზიციის გამო ვერ მიიღო