რამაზ საყვარელიძე: საქართველო რეგიონში იღებს დამბალანსებლის სტატუსს, შეიძლება უფრო ფართო არეალზეც კი გავიდეს

Read Time:1 Minute, 24 Second

[ოპოზიციას] ევროკავშირი სათავისოდ უნდა. ყველა ადამიანი, ყველა პარტია ეგოისტია, მას სჭირდება თვითონ გამოადგეს [კანდიდატის სტატუსი]. ეს დღეს რომ მივიღოთ, ოპოზიციას ხომ არ გამოდგება? – ხელისუფლებას გამოადგება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„[მათთვის] გამამართლებელი არგუმენტებიც მოიძებნება და გამმართლებელიც მოიძებნება, რომ აი, პრორუსული მთავრობაა და ჯობია ამ მთავრობამ არ აიღოს ეს ინიციატივა, თან ისე რომ პრორუსულობის ერთი ფაქტიც არ დაუსახელებიათ აქამდე. იშლებიან შიგნით [ნაციონალური მოძრაობა], მაგრამ, შეიძლება რაღაც მოხდეს; რომ დავაკვირდეთ, სააკაშვილმა შეიცვალა სტილი. აღარ არის ისეთი ოდიოზური ბოლო ხანებში, საქართველოზე თითქმის აღარ ლაპარაკობს, უკრაინაზე გამოდის ტექსტებით“, – განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროა“ – რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ ალიანსს – საყვარელიძე ასე პასუხობს:

„ამომრჩევლის მხრივ მე მგონი არავითარი, იმიტომ რომ თქვენი ჩამონათვალი არის პოლიტიკურ კაბინეტებში მყოფი ადამიანების ჩამონათვალი. ესენი არჩევნებზე როგორც კი გადიან, ხმებს ვერ იღებენ. ამომრჩეველზე გასვლა ნიშნავს, რომ ხალხს შესთავაზოს თავისი პროგრამა და მიიღოს ამაზე პასუხი. თქვენ ალბათ ხშირად გაგიგიათ და თქვენც გითქვამთ – ახალი პარტია, ახალი პარტია… ამოწურა ამ პარტიებმა, მათმა სტილმა, ოპოზიციონერობის მათმა გაგებამ. აბა სცადოს ოპოზიციამ და არ გააკრიტიკოს ხელისუფლება, შეცვალოს თამაშის წესი, 9 რაღაც მოიწონოს და ერთი დაიწუნოს, მაგრამ ისეთი, რომ იმით მოთხაროს. ანუ, რაღაც მრავალფეროვნება ხომ შეიძლება შეიტანო? დღეს რასაც ვაკვირდებით, ღარიბაშვილის ფიგურა არის მთავარ მოქმედ პირად და საქართველო რეგიონში იღებს დამბალანსებლის სტატუსს. შეიძლება მარტო რეგიონში არა და უფრო ფართი არეალზე გავიდეს ამ როლით საქართველო. სულ იყო აქამდე ლაპარაკი, რომ საქართველო ლიდერობას კარგავს რეგიონშიო. რახან ახლა გამოჩნდა ასეთი ლიდერობის ნაბიჯები, მიდი რა თქვი, რომ უი, რა კარგია. ამიტომაა, რომ კარგავენ ამომრჩეველს, რომ გამოვა და რადიკალიზმისკენ წავა… უცხოეთში ოპოზიციურ პარტიებს ასეთი რადიკალიზმი აქვთ? გადადექი – ასეთი ცნება აქვთ? ანუ, მოსახლეობაა იქ ინსტრუმენტი და არა იძულება იმისა, რომ გადააყენო. „გადადექი“ ხომ ძალადობის ფორმაა და ჩვენ ვერ გამოვედით ამ ძალადობიდან“, – აცხადებს საყვარელიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ მეგრელიშვილი: რეალურად ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს, რომ პოლიტიკური ძალები ამ ქვეყანაში რამეზე შევთანხმდეთ და შეთანხმებით გადავდგათ ნაბიჯები
Next post ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა