ვახტანგ მეგრელიშვილი: რეალურად ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს, რომ პოლიტიკური ძალები ამ ქვეყანაში რამეზე შევთანხმდეთ და შეთანხმებით გადავდგათ ნაბიჯები

Read Time:40 Second

ახლა ევროკავშირთან და 12 პუნქტის შესრულებასთან მიმართებით ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ყველაფერს ვასრულებთ ბუტაფორიულად, ქაღალდზე კანონს ვიღებთ და ა.შ., – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს, რომ პოლიტიკური ძალები ამ ქვეყანაში რამეზე შევთანხმდეთ და შეთანხმებით გადავდგათ ნაბიჯები, თუნდაც ამისთვის იმაზე მეტი დრო დაგვჭირდეს, ვიდრე გვაძლევენ.

დეპოლარიზაციის მსგავსი მნიშვნელობის საკითხია სახალხო დამცველის არჩევა, ასევე დეოლიგარქიზაცია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთოდ რას ნიშნავს, რა არის ეს? ჩვენ რომ რამე პოზიციაზე ჩამოვყალიბდეთ, ეს პოზიცია უკვე როგორც ევროპული პოზიცია იქნება მისაღები. მათთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია ცალმხრივად მუშაობა.

ახლა რომ ჩვენ ამ მოსმენებზე ოპოზიცია მართლა ვიყოთ წარმოდგენილი და ვიღაცას მხარს ვუჭერდეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიზიკურად არ იღებს მონაწილეობას, ერთი-ორი ადამიანი დადის კომიტეტზე. სინამდვილეში ჩხუბი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არის მთავარი ჩვენი დაბრკოლება ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, რაკი თვითონ არ არიან ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატების შემოქმედები, ხელი შეუშალონ ამ პროცესს
Next post რამაზ საყვარელიძე: საქართველო რეგიონში იღებს დამბალანსებლის სტატუსს, შეიძლება უფრო ფართო არეალზეც კი გავიდეს