ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა

Read Time:26 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აირჩიონ ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემა.

„რუსმა ტერორისტებმა ისეთი რთული პირობები შეუქმნეს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ევროპაში უბრალოდ არავის უნახავს და არ შეხვედრია. არ ყოფილა ისეთი საფრთხეები, რომელიც ახლა ჩვენი სპეციალისტები იძულებულნი არიან დაძლიონ.

უკრაინის ბევრ ქალაქსა და რეგიონში ხდება ელექტროენერგიის მიწოდების ავარიული გათიშვა. გვიწევს ენერგიის მოხმარების შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ჩვენ გვჭირდება გამარჯვება რუსეთზე ენერგეტიკულ სექტორშიც

ახლა ჩვენ გვჭირდება ენერგიის გაცნობიერებული მოხმარება ყველა უკრაინელის მიერ. გთხოვთ, აირჩიოთ ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის საკუთარი სქემა, სანამ დეფიციტია ენერგოსისტემაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამაზ საყვარელიძე: საქართველო რეგიონში იღებს დამბალანსებლის სტატუსს, შეიძლება უფრო ფართო არეალზეც კი გავიდეს
Next post ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა