ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, პოლიტიკოს ირმა ინაშვილის ძმა ავტოავარიაში დაიღუპა

Read Time:23 Second

დღეს დუშეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად დაღუპულია ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი კოტე ინაშვილი. ის გახლავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ასევე ცნობილი ჟურნალისტის ირმა ინაშვილის ძმა. ცნობილია, რომ ინაშვილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს კოტე ინაშვილის ახლობლებმა.

კოტე ინაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხსა და ტელეკომპანია „ობიექტივში“.

ჩვენი ვებგვერდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ირმა ინაშვილს, მის ოჯახსა და ახლობლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: არ ვეთანხმები იმ გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი – ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია
Next post საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი