თენგიზ ცერცვაძე: არ ვეთანხმები იმ გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი – ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია

Read Time:1 Minute, 0 Second

მე ვერ გეტყვით, რომ „ომიკრონი“ უფრო საშიშია. არ ვეთანხმები იმ გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი – ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, რამდენიმე კვირა არის საჭირო იმის დასადგენად თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, მოქმედებს თუ არა მასზე არსებული ვაქცინები და მედიკამენტები, იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას.

„წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონი“ ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“. სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე „დელტა“ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაიცავენ ამ შტამისგანაც. თუმცა ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ამ საკითხს სწავლობენ და უკვე შეუდგნენ მუშაობას ვაქცინების მოდიფიკაციაზე. თუ აღმოჩნდება, რომ ახალ შტამში მუტაციები ზუსტად იმ უბნებშია, რომელიც ვაქცინის სამიზნე იყო და ვაქცინა ეფექტიანად ვერ დაიცავს, მაშინ ისინი პირობას დებენ რომ 6 კვირაში – მაქსიმუმ 100 დღეში დადებენ ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებული იქნება ამ მოდიფიკაციაზე“, – განაცხდა ცერცვაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ მედიკამენტების მხრივ არსებობს რისკი, რომ „ომიკრონთან“ ბრძოლაში მონოკლონური ანტისხეულები ნაკლებად ეფექტიანი იქნება, რადგან ეს პრეპარატი სპაიკ-ცილების გასანეიტრალებლად არის მიმართული, რომლებშიც ფიქსირდება მუტაციები. თუმცა სხვა მედიკამენტები, რომლებიც განსხვავებული მექანიზმებით იწვევენ ვირუსის გამრავლების შეწყვეტას, თითქმის 100%-იანი გარანტიით ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც „დელტა“ შტამის მკურნალობისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე – არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს
Next post ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, პოლიტიკოს ირმა ინაშვილის ძმა ავტოავარიაში დაიღუპა