ჟირინოვსკის პარტია რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის

Read Time:34 Second

ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტია მზადაა, განსახილველად წარადგინოს ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ უმძიმესი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ, განაცხადა პარტიულმა ფრაქციამ სახელმწიფო სათათბიროში. ამის შესახებ interfax წერს.

„ეს საკითხი ბუნდოვანია და ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება დაიწყოს რეფერენდუმი სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ ყველაზე მძიმე და საზოგადოების მიერ დაგმობილი დანაშაულებისთვის, მაგალითად, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი კორუფციისთვის, ბავშვების გაუპატიურებისთვის, მკვლელობისთვის“, –  ნათქვამია პარტია ლიბერალ-დემოკრატების ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ საკითხის განხილვა განაპირობა რუსეთის ევროსაბჭოდან გამოძევებამ.

„რუსეთი ტოვებს ევროსაბჭოს, რაც ნიშნავს, რომ ის გვხსნის ჩვენთვის უცხო ღირებულებებისა და წესების ბორკილებს. ერთ-ერთი მათგანია სიკვდილით დასჯის აკრძალვა, რომელიც გამოიყენება ყველგან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ: შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში და სხვა 47 სახელმწიფოში“, – აღნიშნავს ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით
Next post კახა კალაძე: 2012 წელს ვინ დააბრუნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი? ვინ იყო საბაჟოზე ყაყაჩოებით და ვარდებით რომ ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს? სააკაშვილი იყო თუ არა?