კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით

Read Time:37 Second

ძალიან მძიმეა უყურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ამდენი ქალაქი დაიბომბა, ამდენი ადამიანი დაიღუპა. უმძიმესი კადრების მოწმენი ვართ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სამხედრო მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, იქნება ეს ევროსაბჭო, გაერო, ჩვენი მხრიდან იყო მხარდაჭერა გამოხატული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმართ. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინელებმა ჩერნიგოვში რუსების საბრძოლო მასალის საწყობი და 10 საწვავის ავზი გაანადგურეს
Next post ჟირინოვსკის პარტია რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის