პუტინმა „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ დუმას კანონპროექტი წარუდგინა

Read Time:42 Second

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას interfax ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ ხელშეკრულებას გასული წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებაში  აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.

რუსეთის ფედერაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც სრულწლოვანების ასაკს მიაღწიეს, უფლებას აძლევს, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.

ასევე აღნიშნულია, რომ ორივე მხარის მოქალაქეობის პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.

შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან. იგი მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებისთვის, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს ოფიციალური არხებით მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.

„ხელშეკრულების შეწყვეტა ავტომატურად არ იწვევს არც ერთი მხარის მოქალაქეობის შეწყვეტას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი – პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო
Next post გიორგი მარგველაშვილი: ჩემი პრეზიდენტობისას ვერ ბედავდნენ, რომ არ დაეფინანსებინათ რომელიმე ვიზიტი