კელი დეგნანი – პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო

Read Time:45 Second

პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

აშშ-ის ელჩის თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ასევე მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც, დეგნანის განცხადებით, მიიღწევა კომპრომისით, დიალოგით, თანამშრომლობითა და ერთმანეთის მოსმენით.

„პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა. ვფიქრობ, მისი გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო, რადგან ხაზი გაუსვა ახლა ერთიანობის მნიშვნელობას – საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანობას, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთიანობას, ქართველი ხალხის ერთიანობას, რომელმაც ასეთი თბილი და გულუხვი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ.

საქართველომ მსგავსი ტრაგედია არც ისე დიდი ხნის წინ განიცადა, რომლისგან დატოვებული ნაიარევი და ჭრილობები ჯერ ისევ ძალიან ახალია ქართველებისთვის. ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა. მისი სიტყვა ასევე მიმართული იყო ამ რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც მიიღწევა კომპრომისით, დიალოგით, თანამშრომლობით და ერთმანეთის მოსმენით. მან ძალიან სწორად თქვა – ძალა ერთობაშია“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა
Next post პუტინმა „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ დუმას კანონპროექტი წარუდგინა