რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა

Read Time:37 Second

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„პუტინის ომის დღითი დღე სულ უფრო სასტიკი ხდება. ახლახანს ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდითაა. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტით და 500 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთზე სანქციებით მზარდი ზეწოლა განხორციელდეს. მისი თქმით, უკრაინა განაგრძობს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას.

„განვიხილე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. სანქციების მზარდი ზეწოლა რუსეთზე მნიშვნელოვანია. ასევე ვაფასებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას. უკრაინა განაგრძობს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოკუპანტებმა როვნოს ოლქში ტელეანძაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს – არის მსხვერპლი
Next post კელი დეგნანი – პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო