გიორგი მარგველაშვილი: ჩემი პრეზიდენტობისას ვერ ბედავდნენ, რომ არ დაეფინანსებინათ რომელიმე ვიზიტი

Read Time:44 Second

ჩემი პრეზიდენტობისას ვერ ბედავდნენ, რომ არ დაეფინანსებინათ რომელიმე ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ვიზიტებზე მას უარი ეთქვა წერილობით, ირაკლი კობახიძემ და “ოცნების” წევრებმა კი თქვეს, რომ ეს ამბავია გამოსაკვლევია, რადგან ამით კონსტიტუცია დაარღვიაო და ეს რამეს ხომ არ გაგონებთ? – რაზეც მეოთხე პრეზიდენტი პასუხობს:

“კი, ოღონდ ვერ ბედავდნენ, რომ სადმე არ დაეფინანსებინათ ვიზიტები. იქ იყო მცდელობები, რომ წერილი დაემალათ, რაღაცა ჩაენაცვლებინათ, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ბედავდნენ, რომ არ დაეფინანსებინათ რომელიმე ვიზიტი.

ისევ რომ მივუბრუნდე საქართველოს პრეზიდენტებს, მე დღესაც მიმაჩნია, რომ შერიგების და გაერთიანების მთავარი სიმბოლო სამი პრეზიდენტის ერთობლივი პოზიცია იქნება. 24 თებერვლის მერე ბევრი რამე შეიცვალა და რეალობას უნდა შევხედოთ. საქართველო ეგზისტენციური არჩევანის წინაშეა და ამ არჩევანში ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ერთიანობას და ვიცავთ ყველანი ერთად, ან იქნება სერიოზული გამოწვევები. 24 თებერვლის მერე ყველაზე ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პუტინმა „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ დუმას კანონპროექტი წარუდგინა
Next post ირაკლი ქადაგიშვილი-პრეზიდენტის საგარეო ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან