ირაკლი ქადაგიშვილი-პრეზიდენტის საგარეო ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან

Read Time:39 Second

„დღეს ჩვენ სხვა კონსტიტუციის პირობებში ვცხოვრობთ, როდესაც პრეზიდენტი აღარ არის წამყვანი ფიგურა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფალი“, – ამის შესახებ  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „თოქშოუ „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის საგარეო ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან.

„დღეს საპარლამენტო რესპუბლიკაა და კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთავრობასთან ერთად და მთავრობაა მთავარი აღმასრულებელი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკისა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გახლავთ მთავარსარდალი, საგარეო პოლიტიკაშიც წარმოადგენს ქვეყანას, მაგრამ მისი ეს ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ახალი პოლიტიკური რეალობაა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწყობაში და ამ კუთხით ალბათ მეტი სამუშაო კომუნიკაციაა საჭირო, რომ ისეთი რეციდივი, რაც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში თქვა, არ იყოს შემდგომში“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი: ჩემი პრეზიდენტობისას ვერ ბედავდნენ, რომ არ დაეფინანსებინათ რომელიმე ვიზიტი
Next post ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა, საქართველოს პრეზიდენტს შევახსენო, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური დანაშაულებრივი გარიგებების