ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა, საქართველოს პრეზიდენტს შევახსენო, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური დანაშაულებრივი გარიგებების

Read Time:47 Second

მინდა, კიდევ ერთხელ ყველას და საქართველოს პრეზიდენტსაც შევახსენო, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური დანაშაულებრივი გარიგებების! პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის ნებით წარმოებს და არა პოლიტიკური თამაშებისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აუცილებელია კრიტიკული კომპეტენტური პოლიტიკური ოპოზიციაც, მაგრამ შეუძლებელია და საზიანოა კომპრომისების მიღწევა იმ ე.წ. პარტიებთან, რომლებიც ქვეყნის განვითარების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ.

„ბევრი ითქვა და ითქმება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტისგანაც ეროვნული თანხმობისა და შიდა განხეთქილების დასრულების აუცილებლობის შესახებ.

მაგრამ, მინდა კიდევ ერთხელ ყველას და საქართველოს პრეზიდენტსაც შევახსენო, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური დანაშაულებრივი გარიგებების! პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის ნებით წარმოებს და არა პოლიტიკური თამაშებისთვის!

ცხადია, პოლიტიკური კომპრომისები საჭიროა. აუცილებელია კრიტიკული კომპეტენტური პოლიტიკური ოპოზიციაც, მაგრამ შეუძლებელია და საზიანოა კომპრომისების მიღწევა იმ ე.წ. პარტიებთან, რომლებიც ქვეყნის განვითარების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. რომელთა „პატრიოტიზმი“ – საკუთარი ჯიბის კიდევ უფრო გასქელების პატრიოტიზმია. დესტაბილიზაცია და ქაოსი კი საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ პოლიტიკური მიზნების ასრულების ინსტრუმენტად მიაჩნიათ და ველური აღმოსავლური სატრაპიის აღდგენაზე ოცნებობენ“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი-პრეზიდენტის საგარეო ფუნქციები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგთან
Next post სალომე ზურაბიშვილი – მე არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია