პუტინი: აშშ-მა და ნატომ წერილობით პასუხებში უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს

Read Time:33 Second

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ნატომ წერილობით პასუხებში უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს.

„ჩვენ ყურადღებით ვაანალიზებთ 26 იანვარს აშშ-ისა და ნატოსგან მიღებულ წერილობით პასუხებს, თუმცა უკვე ცხადია, რომ ჩვენთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია. სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება ვერ დავინახეთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ სამი ძირითადი საკითხი შემდეგ თემებს ეხება: ნატოს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრების მახლობლად დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობისკენ დაბრუნება.

რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ „თავის დროს რუსეთი გადააგდეს, როდესაც რუსეთს დაჰპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა“.

„დღეს ვხედავთ, სად არის ნატო: პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჩვენ უბრალოდ გადაგვაგდეს, უბრალოდ მოგვატყუეს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე: უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს უკრაინის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილი და მისი ფსევდო დასავლური სექტა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია
Next post თენგიზ ცერცვაძე – მივმართავ მოსახლეობას, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების, ე.წ. ექსპერტების სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს