გია აბაშიძე: უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს უკრაინის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილი და მისი ფსევდო დასავლური სექტა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია

Read Time:48 Second

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კერძოდ, აღნიშნულია: უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას.

როგორც აბაშიძე წერს, უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რაც კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია.

„პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კერძოდ, აღნიშნულია: უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. უკრაინაში ომის დაუშვებლობაზე საუბრობს მთელი დემოკრატიული სამყარო. უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს უკრაინის მოქალაქე, პატიმარი სააკაშვილი და მისი ფსევდო დასავლური სექტა. ეს კი, კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია (და არც არასდროს მოხდება), რადგან ამ ტოტალიტარულ სექტას ომის, არეულობისა და მავნებლური დესტრუქციის გარდა, სხვა ვერაფერი know-how გააჩნია“, – წერს ანალიტიკოსი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია იმ განცხადებების ტონს, რასაც უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები აკეთებენ
Next post პუტინი: აშშ-მა და ნატომ წერილობით პასუხებში უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს