პროკურორი მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებზე: გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, ეს ადამიანები მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებენ

Read Time:31 Second

სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გაიზიარა ის, რომ ორივე ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული და იმსჯელა იმაზე, რომ არსებობს მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რის გამოც გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა.

„ხაზგასასმელია ისიც, რომ თვითონ მუხლი, რისთვისაც ბრალი ედებათ გაუპატიურების ნაწილში, ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, რაც ნიშნავს იმას, რომ განაჩენის დადგომის დღიდან ეს ადამიანები გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, მთელს ცხოვრებას გაატარებენ ციხეში. პროკურატურა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ორივე ბრალდებულმა სრულად აგოს პასუხი კანონის წინაშე და მთელი სიმკაცრით დაისაჯონ“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა „ქრონიკასთან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთმა აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები ცალმხრივად გადადო
Next post ანრი ოხანაშვილი: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა გამჭვირვალე პროცესი იქნება