ანრი ოხანაშვილი: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა გამჭვირვალე პროცესი იქნება

Read Time:39 Second

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა გამჭვირვალე პროცესი იქნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„პრემიერის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა იქნება გამჭვირვალე პროცესი. აქ შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ როგორც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღია კონკურსით მოხდება გასაუბრება, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე. ვფიქრობთ, სივრცე სპეკულაციებისთვის არ რჩება“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ კომიტეტში მესამე მოსმენით განხილავენ. ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გააკონტროლებს. ამასთან, კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ხელმძღვანელს კი კონკურსის შედეგად პრემიერ-მინისტრი შეარჩევს. ევრორეკომენდაციების მეოთხე პუნქტი ასევე ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებს, რაც ამ სამსახურების გაძლიერებას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურორი მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებზე: გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, ეს ადამიანები მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებენ
Next post ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ჩამოვიდა რევოლუციისთვის და აღმოჩნდა ციხეში. ამას რომ ვერ ეგუება, ყველაფრის საწყისი გახდა ეს