პრინცი ჰარი: დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, სამწუხაროა, რომ სამეფო ტიტული ჩამოგვერთვა

Read Time:33 Second

სხვა არჩევანი არ იყო, – სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ პირველად, პრინცი ჰარი კამერების წინ გამოჩნდა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მისი სახლია, რომელიც ძალიან უყვარს.

„როდესაც მე და მეგანმა ვიქორწინეთ, ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით, იმედით სავსენი და გვინდოდა გვემსახურა. სწორედ ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე მივედით“, – განაცხადა პრიცმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. პრინცის თქმით, მას სურდა, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ემსახურა სამეფო ოჯახში, თუმცა ეს არ გამოვიდა.

„დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, ადგილი, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს არასდროს შეიცვლება“, – განაცხადა ჰარიმ.

რამდენიმე დღის წინ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თქვეს, რომ სამეფო უფლებამოსილებების შესრულება აღარ სურთ და უარს ამბობენ ფინანსურ პრივილეგიებზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკული ფარმაცევტული კომპანია: ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო
Next post მორაგბე მამუკა გორგოძე განცხადებას ავრცელებს