პრემიერი: ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ასეთი ადამიანების ქმედებები პასუხგაუცემელი არ დარჩეს

Read Time:38 Second

ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ კვირის ეთერში განაცხადა.

„შეხედეთ უკრაინაში რა ხდება, უკვე 20% არის ოკუპირებული, ამბობენ რომ 800 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე აქვს ზარალი მიყენებული უკრაინას. მშპ რამდენია უკრაინის – 200 მილიარდი იყო, მინიმუმ 800 მილიარდი უკვე ზარალია. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე? უკრაინის 20 მილიონი მოქალაქე არის მიგრაციაში. ტრაგედია, საშინელება ხდება უკრაინაში. ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დალაგებულ დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: იციან, რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი ძალიან მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჯიბიდან 3 მილიარდი გადაიხადა და ბევრი კარგი საქმე გაუკეთა ქვეყანას, რეალურად მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე