ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჯიბიდან 3 მილიარდი გადაიხადა და ბევრი კარგი საქმე გაუკეთა ქვეყანას, რეალურად მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე

Read Time:50 Second

2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მოიყვანა „ქართული ოცნება“. ძალიან კარგად ვიცით, მანამდე რა გაუკეთებია – თავისი ჯიბიდან სამი მილიარდი გადაიხადა და ბევრი კარგი საქმე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. რეალურად მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„გახსოვთ, რომ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ ჩვენ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა. რატომ? ამათ გადადებული ჰქონდათ, ისევე, როგორც უვიზო რეჟიმზე მუშაობა – ჩვენ დავიწყეთ. ​​მაშინ შს მინისტრი ვიყავი და მე გადმომეცა ეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. რა გააკეთა „ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე? ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას? – მე, „ქართული ოცნების“ სახელით. თავისუფალ ვაჭრობას ვინ მოაწერა ხელი, რომ ბიზნესმენებმა შეძლონ ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ნულოვანი ბეგარით პროდუქციის გატანა?!

ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს სანდო პარტნიორად და ეს მოხდა 2015 წლის 17 დეკემბერს, როცა ჩემი პირველი პრემიერობის დროს, დაიხურა ყველა ვალდებულება და ქვეყანამ დაიწყო უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში.

არა მარტო ელიტას ან სხვა შეძლებულ ფენას, არამედ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში – ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ასეთი ადამიანების ქმედებები პასუხგაუცემელი არ დარჩეს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, პერსპექტივა კი არ გვექნებოდა, ჩვენ საერთოდ არსებობს შევწყვეტდით, როგორც სუვერენული სახელმწიფო