ირაკლი ღარიბაშვილი: იციან, რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი ძალიან მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა

Read Time:1 Minute, 32 Second

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დესტრუქციულ ძალებს ჯერ კიდევ სურთ, საქართველო ომში ჩაებას და ამით ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

„მეორე ფრონტის“ თემა არათუ არ მოხსნილა, არამედ ჩვენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კარგი რაც მოხდა, მოხდა სრული ლუსტრაცია ამ ადამიანების. 300 არასამთავრობო იყო გაერთიანებული. ისინი იყვნენ ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ამას დაემატა „ნაცმოძრაობა“, „გირჩი“, ორგანიზაციები, რაც აქვთ შექმნილი და მათი ამოცანა იყო დესტაბილიზაციის გამოწვევა, გარკვეული პროვოკაციების მოწყობა, რასაც არ გამოვრიცხავ. ვიცით მათი გეგმების თაობაზე. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა მთავარი მიზანი არის უკრაინის, როგორც თვითონ ამბობენ, უკრაინის დახმარება ომში. როგორ? – „მეორე ფრონტის“ გახსნით! საერთოდ ტერმინი „მეორე ფრონტი“ საიდან მომდინარეობს ახლა, ბევრს ჰგონია და ამას წინათ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მკითხეს, საიდან მომდინარეობს ტერმინიო. მათ ვუთხარი, რომ ეს მომდინარეობს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადება გაიხსენა.

„ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე თვის წინ უკრაინის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის აღიარებითი ჩვენება. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. და დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენ, არამედ ეს ომი უნდა გადასულიყო საქართველოში და მოლდოვაშიცო. როცა ეს ყველაფერი გაქვს მოსმენილი, როცა ფაქტებით არის ყველაფერი გამყარებული – სააკაშვილის შემოგზავნა, მეომრების წაყვანა დემონსტრაციულად და ა.შ. და ამას შენ ნებით, თუ უნებლიეთ ეხმარები, ბუნებრივია ხარ ომის მომხრე. შემთხვევითი არ არის, რომ მათ [ნაციონალურ მოძრაობას] ომის პარტიას ვეძახით. ამ ადამიანებმა იციან, რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დესტრუქციული, მჩაგვრელი ძალა, დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი ძალიან მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, გადატრიალების მოწყობა რაღაც თემაზე, ამაზე [„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე] მაგალითად, და შემდეგ, რომ გაიმყარონ ხელისუფლება, რაღაც ისეთის წამოწყება, რაც მათ კონსოლიდაციის საშუალებას მისცემს. ასეთ ვითარებაში ძალაუფლების კონსოლიდაცია არის ომი. ომის დროს ნებისმიერ უკანონობას აკეთებს ხელისუფლება. არცერთი ტელევიზია არ იმუშავებს, ყველას წინააღმდეგ გააკეთებენ ანგარიშსწორებას და შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ ეომებიან რუსეთს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა
Next post პრემიერი: ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ასეთი ადამიანების ქმედებები პასუხგაუცემელი არ დარჩეს