პრემიერი: დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობასა და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება

Read Time:33 Second

ჩვენ დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობასა და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამაზე ისაუბრეს და განმარტებები გააკეთეს გუნდის წევრებმა.

„ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: ევროკავშირი თვითონვე იწყებს იმ საკითხის განხილვას, რაზეც ჩვენ მიგვითითა, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება
Next post გია ვოლსკი: არ მგონია, დავით კეზერაშვილს მხოლოდ ეს ხუთი მილიონი ჰქონდეს მოპარული – 2008 წლის შემდეგ ეს ადამიანი მილიონერი გახდა