გია ვოლსკი: არ მგონია, დავით კეზერაშვილს მხოლოდ ეს ხუთი მილიონი ჰქონდეს მოპარული – 2008 წლის შემდეგ ეს ადამიანი მილიონერი გახდა

Read Time:47 Second

არ მგონია, რომ დავით კეზერაშვილს მხოლოდ ეს ხუთი მილიონი ჰქონდეს მოპარული, საკმაოდ სერიოზული სიმდიდრის მფლობელია, ასე რომ, არ მგონია, „ფორმულას“ რაიმე ემუქრებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 060 000 ევროს გადახდასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა.

„არც იმას ველოდები, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოვლენ და თავის დამფინანსებელს შეარცხვენენ იმის გამო, რომ ქართულ ჯარს ფული მოჰპარა. შეიძლება, პირიქით, წაახალისონ კიდეც. არ უნდა მოეპარა ფული. დადასტურებულია, რომ ფული, რომელიც განკუთვნილი იყო ქართული ჯარისთვის, ოფშორულ ზონაში, მის ანგარიშზე მოხვდა. ვის აფინანსებს, „ფორმულას“ და რა პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ფული არ უნდა მოიპარო. არ იცით, რომ თანხა მოპარული აქვს? – ფაქტები არსებობს. 2008 წლის შემდეგ ეს ადამიანი მილიონერი გახდა. ალბათ, აქამდე უნდა მოგვეკიდა ხელი და ეს იქნებოდა სწორი. რაიმე შეცდომა თუა დაშვებული სასამართლოსა და საგამოძიებო სამსახურის მიერ, ისაა, რომ დროზე არ მოკიდეს ამ ადამიანებს ხელი, უფრო ადრე უნდა მოეკიდათ ხელი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობასა და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება
Next post მიხეილ სარჯველაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე: საზოგადოებას უჩნდება კითხვა – თუკი იგივე იდეა მიუღებელი იყო საქართველოსთვის, რატომ ხდება ის მისაღები ევროკავშირისა და კანადისთვის