გივი მიქანაძე: ევროკავშირი თვითონვე იწყებს იმ საკითხის განხილვას, რაზეც ჩვენ მიგვითითა, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება

Read Time:30 Second

ევროკავშირი თვითონვე იწყებს იმ საკითხის განხილვას, რაზეც ჩვენ მიგვითითა, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, – ასე ეხმიანება მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას, ამერიკის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის – FARA-ს ევროპული ეკვივალენტის შექმნაზე.

„ევროპაც და სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოც მსჯელობენ ასეთი კანონის არსებობის აქტუალობაზე. ევროკავშირი თვითონვე იწყებს იმ საკითხის განხილვას, რაზეც ჩვენ მიგვითითა, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რაზეც ლეგიტიმური კითხვის ნიშნები ჩნდება. ეს რა თქმა უნდა ბადებს ეჭვს, რომ გარკვეული ორმაგი მიდგომები არის ამ საკითხთან მიმართებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“.

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: EPP-ის ინიციატივის განხილვას, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას ევროკავშირისთვის ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს
Next post პრემიერი: დღითიდღე ვუყურებთ უფრო მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობასა და ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება