პრემიერი: EPP-ის ინიციატივის განხილვას, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას ევროკავშირისთვის ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს

Read Time:32 Second

ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავთ და დაინახავს კიდევ უფრო მეტად რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება, – ამის შესახებ პრემიერმა მარნეულში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებას შეეხებოდა უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებაზე მაშინ, როცა ისინი საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ.

„თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროცესს ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა
Next post გივი მიქანაძე: ევროკავშირი თვითონვე იწყებს იმ საკითხის განხილვას, რაზეც ჩვენ მიგვითითა, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება