პრეზიდენტმა ექიმი და მეცნიერი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

Read Time:1 Minute, 48 Second

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდო თენგიზ ცერცვაძეს სალომე ზურაბიშვილმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თენგიზ ცერცვაძის საიუბილეო საღამოზე გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

,,ბატონო თენგიზ, თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე უზარმაზარია. თქვენ დაბადებული ხართ ექიმად. თქვენს მსგავსად ბევრი ქართველი იბადება ექიმად და ბევრ წარმატებას აღწევს, რადგან მე ღრმად მჯერა, რომ საქართველო რჩება მედეას ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც გენეტიკურად მიდრეკილია ექიმობისა და მეცნიერებისკენ. თქვენ ამის ნათელი მაგალითი ხართ. თქვენ, თქვენი მოღვაწეობით მსოფლიოს ორი, ძალიან მძიმე დაავადება დაამარცხეთ.  ეს ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვებაა მსოფლიოსა და ჩვენი პატარა ქვეყნისათვის.
მინდა მივმართო საზოგადოებას და მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან თქვენთვის ყველაზე დიდი მადლობის გამოხატულება იქნება ის, რომ ეს გზა ბოლომდე გავიაროთ – ჰეპატიტის დამარცხებამდე.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ გაიაროს ტესტირება და ჩაატაროს მკურნალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფასოდაა შესაძლებელი.
ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!  ეს იქნება ჩემი თხოვნა და დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს.

ბატონო თენგიზ, თქვენ ხართ ის, რაც დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება – მაგალითი. მაგალითი, არა მხოლოდ მეცნიერების და პროფესიული წარმატების, რაც თავისთავად ძალიან დიდი რამაა, არამედ, მაგალითი ადამიანობის, ღირსების, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა  გაატარო  შენი ცხოვრება, აიღო ინიციატივა, (რაც ზოგჯერ ასე გვიჭირს) იყო მასზე პასუხისმგებელი და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე. ეს არის ალბათ ის, რაც ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ ზოგჯერ უიმედო საზოგადოებას ყველაზე უფრო სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ამ მაგალითისათვის.
დღეს, როცა თქვენ გიყურებთ, თქვენში ვხედავთ ახალ წარმატებებს და გვეძლევა ახალი იმედი იმისა, რომ ეს პატარა ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია, შეუძლია იყოს ძალიან ნიჭიერი და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
თენგიზ ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს დაფასება უდიდესი პატივია.

,,მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თქვენი ამ უმაღლეს პოსტზე მუშაობის შედარებით მცირე პერიოდში მოახერხეთ, რომ ძალიან დამაჯერებლად გეჩვენებინათ, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს პრეზიდენტის მისია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეს ყველაფერი თქვენი გამოცდილებისა და უდიდესი ავტორიტეტის და ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასის დამსახურებაა.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ჩადგეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგებში”,  –  აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

fmabkhazia.com

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა აცხადებს, რომ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არის
Next post გიგა მაქარაშვილი გიორგი გახარიას-ალბათ იმ დღეს წყევლი, როცა ბატონმა ჯერ ახალგაზრდების დაბრმავება დაგავალა, მერე ბრძანების გაცემა დაგაბრალა და ბოლოს პრემიერად დაგნიშნა