ნათია თურნავა აცხადებს, რომ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არის

Read Time:28 Second

მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკური გუნდის მინისტრების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია. იგივე შეეხება გაზის მომარაგების სისტემას – იქნება ეს სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანი, თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და ვთქვა, რომ ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“,- განაცხადა თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ”პატარა ზეიმი გვქონდა სამსახურში, იმიტომ რომ, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია რაც ამას ვაკეთებთ“ – ქართული მედიცინის დიდი გამარჯვება!
Next post პრეზიდენტმა ექიმი და მეცნიერი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა