პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაეროში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას

Read Time:1 Minute, 4 Second

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ- ში, პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაეროში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, სადაც “აგენტების გავლენის” შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა პოლიციამ წყლის ჭავლით.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება აქციაზე მისვლამდეც გაავრცელა.

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი
Next post ირაკლი კობახიძე: შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის