ირაკლი კობახიძე: შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის

Read Time:27 Second

შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

„მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია: „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაეროში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას
Next post ირაკლი კობახიძე: საგარეო კურსთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არის ცარიელი სპეკულაციები – ჩვენი ევროპული კურსი არის ურყევი