პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს და განმარტავს, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მან საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს

Read Time:51 Second

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისადმი ექსპრეზიდენტის ღია წერილს ეხმაურება. საკითხი გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს ეხება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს დოკუმენტების შესახებ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართოს. ნათია სულავას თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ ირიბი და პირდაპირი მუქარა ხორციელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მხრიდან, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, საფრანგეთის მოქალაქეობით აპელირება უხერხულია.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვისა და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ეროვნულ უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი დაუყოვნებლივ იყო გადაგზავნილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული საიდუმლო აქტები გადმოსცემოდა, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია. თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა სულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა