ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

Read Time:45 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიება იგეგმება.

„საუბარი შეეხო ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად. ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ასევე პრემიერის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც იქნება დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა და ხელს შეუწყობს რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას.

შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მისასალმებელია მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს და განმარტავს, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მან საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს
Next post ნიკა მელია: სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს