მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს

Read Time:27 Second

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს.  ცენტრის ახალი დირექტორი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით არაერთი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც უწყების საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. თამთა დემურიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; იმავე პოზიციაზე 2018 წლიდან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინიშნა; 2004 წლიდან 2007 წლამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო და ამავე უწყებაში მინისტრის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. თამთა დემურიშვილი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წარუდგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: „ლელო“ არის ჩამოყალიბებული სატელიტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“
Next post პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს და განმარტავს, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით მან საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს