პოლონური მედია: ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე

Read Time:40 Second

ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF FM-ი ავრცელებს.

როგორც პოლონური მედია იუწყება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაღიზიანება იზრდება საფრანგეთის მიდგომის გამო, რომელიც ბლოკავს საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვას. ამ თემაზე დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს. საფრანგეთს სურს, რომ საბრძოლო მასალისა და იარაღის კომპანიების მიწოდების ყველა ქსელი ევროპული იყოს.

6 აპრილს, გამოცემა POLITICO-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის ელჩებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტში.

დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება კონტრაქტები საბრძოლო მასალის წარმოებაზე – მხოლოდ ევროკავშირის კომპანიებთან თუ გარე მწარმოებლებთანაც.

20 მარტს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა გეგმაზე, რომ უკრაინას 12 თვის განმავლობაში მიეწოდება მილიონი საარტილერიო ჭურვი.

20 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის უუნარობა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას: თქვე დალოცვილებო, რუსეთის გუბერნიად თუ გადაგაქციათ ამ ხელისუფლებამ, პირადი ამბიცია გვერდზე არ უნდა გადადოთ?!
Next post ირაკლი კობახიძე: მთავარია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის განეიტრალება, არამედ აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და საზოგადოების ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული