ირაკლი კობახიძე: მთავარია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის განეიტრალება, არამედ აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და საზოგადოების ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული

Read Time:41 Second

„ნაცმოძრაობა“ უკვე უმძიმეს დღეშია, მათ შორის, რეიტინგების კუთხითაც. იშლება ეს პოლიტიკური პარტია და ეს პროცესი ალბათ, აუცილებლად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს პროცესები 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს, იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაცმოძრაობა“ კოლექტიური ფენომენია და მნიშვნელოვანია არა კონკრეტულად პარტიის, არამედ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განეიტრალება.

„აქ ერთ რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი: მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობა“ რეალობაში იქნება. ეს არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის მათ შორის, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ზურა ჯაფარიძე, ხოშტარია და ა.შ. – ისინი ერთობლიობაში არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, მთავარია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, არამედ აუცილებელია სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და საზოგადოების ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული.“ – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პოლონური მედია: ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე
Next post თამარ ჩარკვიანი: ამ ხაბეიშვილმა თქვა, თქვენ ვიღაც ტიპებმა იღლცინეთ, მე კი ვმუშაობო და კი გაზარდა რეიტინგი