ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას: თქვე დალოცვილებო, რუსეთის გუბერნიად თუ გადაგაქციათ ამ ხელისუფლებამ, პირადი ამბიცია გვერდზე არ უნდა გადადოთ?!

Read Time:33 Second

ვერც ერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებს – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია საზოგადოებას  ვერაფერს სთავაზობს. ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ საერთო კი არ ეძებოს ერთმანეთთან, რომ ხელისუფლება  შეიცვალოს, არამედ დაკავებულია იმით, ვინ მოასწრებს ფინიშამდე, ოღონდ სად არის ეს ფინიში? ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლად რამეს მიაღწევენ. ვერც ერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებს. ეს ხომ 2020 წელს დავინახეთ. იძახიან, არიქა  რუსეთის გუბერნიად  გადააქციეს ქვეყანაო, თქვე დალოცვილებო, რუსეთის გუბერნიად თუ გადაგაქციათ ამ ხელისუფლებამ, პირადი  ამბიცია გვერდზე არ უნდა გადადო?! ასეთი ხელისუფლების შესაცვლელად? – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დავით ზურაბიშვილი ნამდვილად არის უცხოელი აგენტი, სწორედ ამას ეფუძნებოდა ის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით
Next post პოლონური მედია: ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე