პოლონეთში 27 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა, ცხედარი კი დაწვა – სასამართლომ დამნაშავეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

Read Time:55 Second

2024 წლის 6 მარტს, პოლონეთის ქალაქ ლოძის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდელი ქალის, როზეტას ქმარი დამნაშავედ ცნო როზეტას განზრახ მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

საფარის იურისტის, ეკა მუზაშვილის განმარტებით, ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად აგრძელებენ  მუშაობას როზეტას შვილებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია “საფარმა” გამოაქვეყნა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას შორის შემდგარი მიმოწერა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა. ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრულწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით”, – განმარტავს ორგანიზაცია.

27 წლის როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა 24 მაისს პოლონეთში, საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დასაფარად სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მანამდე ქალმა დასახმარებლად ორგანიზაცია “საფარს” მიმართა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა. ქმარი მაშინ დააკავეს, თუმცა, მხოლოდ 24 საათით.

ოჯახი მიიჩნევს, რომ პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა.

ქალს სამი შვილი დარჩა. ბავშვების მეურვე ამჟამად მოკლული ქალის დედაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: მიხეილ სარჯველაძე წინა მინისტრს ყველა ვარიანტში აჯობებს
Next post კაკაბაძე: რაც “ქართულმა ოცნებამ” “მეგობრებს” უარი უთხრა მონობაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე, ლგბტ პრაიდების ჩატარებაზე, “დაუძინებელი მეგობრებისათვის” საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი გახდა