პოლონეთი რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება

Read Time:45 Second

პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება, არის შიში – ამის შესახებ უკრაინის ელჩმა პოლონეთში, ანდრეი დეშჩიცამ ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ელჩის თქმით, პოლონეთს კარგად ესმის რუსეთის მხრიდან მომავალი ყველა საფრთხე. ქვეყნის ხელისუფლება აგრესორი სახელმწიფოს შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება. თუმცა, სახელმწიფოს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია უკრაინის დახმარება.

„არსებობს შიში, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას პოლონეთს. პოლონეთის მთავრობა ამისთვის ემზადება“, – ხაზგასმით აღნიშნა დეშჩიცამ.

ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიიღეს კანონი თავდაცვის შესახებ, რომელიც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს.

„თუმცა, პოლონეთის მთავრობას ესმის, რომ სჯობს უკრაინას დაეხმაროს და რუსული ჯარების პოლონეთის საზღვრებთან მიახლოება თავიდან აიცილოს“, – თქვა ელჩმა.

მისი თქმით, რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას და ეწევა პროპაგანდას, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინის აღება სურს. თუმცა, ამას არანაირი საერთო აქვს რეალობასთან.

„რეალობა ისაა, რომ პოლონელები ეხმარებიან უკრაინასა და უკრაინელებს, მათ, ვინც პოლონეთში ჩავიდა. ეს არის უპრეცედენტო დახმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რუსი ერი, ომის დროს, უკრაინელ და პოლონელ ხალხს შორის ერთმანეთისადმი რწმენას ვერასდროს იტანდა“, – დასძინა დეშჩიციამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან აბაშიძე – რუსული აგრესიისგან სამშობლოს დაცვას შეწირული ქართული კინოს ლეგენდა
Next post ჯო ბაიდენმა ამერიკული კომპანიები რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხის შესახებ გააფრთხილა