პლანეტის უხუცესი ჟურნალისტი ისრაელიდან

Read Time:2 Minute, 5 Second

ებრაელი რადიოჟურნალისტმა უოლტერ ბინგჰემმა გინესის
რეკორდების კომიტეტისაგან მიიღო სერთიფიკატი, რომლის
თანახმადაც ის დედამიწაზე ყველაზე უხუცეს ჟურნალისტადაა
მიჩნეული. მისი ასაკი 97 წელი და 90 დღეა.
უოლტერის ბიოგრაფია რომანისათვის გამზადებული სიუჟეტია. ის
1924 წელს გერმანიაში მორწმუნე ებრაელთა ოჯახში დაიბადა.
გალიციიდან გამოსული ოჯახი გერმანიაში ბილიგის გვარს ატარებდა.
ბიჭს ვოლფი დაარქვეს, სწავლობდა კარსრუეს სკოლაში და როგორც
ყველა ებრაელი ეროვნების მოსწავლე ისიც გამოაგდეს ეროვნული
ნიშნით.
1938 წელს ნაცისტებმა გერმანიის არამოქალაქე ებრაელების
ქვეყნიდან დეპორტაცია იწყეს. „ბროლის ღამის“ შემდეგ ვოლფმა
მიწათმოქმედების კურსები გაიარა და პალესტინაში გამგზავრებას
აპირებდა, რათა კიბუცში ემუშავა და ასე შეენახა თავი. მან ვერ
შეძლო ვიზის მოღება, მაგრამ სხვა ებრაელ ახალგაზრდებთან ერთად
ინგლისში გადასვლა მოახერხა (ოპერაცია „კინდერტრანსპორტი“).
დედა კონცლაგერში მოხვდა, მაგრამ, გადარჩა ჰოლოკოსტში, ხოლო
მისი მამა ვარშავის გერტოში დაიღუპა. ვოლფ ბილიგმა შეიცვალა
სახელი და გვარი და უოლტერ ბინგჰემი გახდა. ის ბრიტანეთის
არმიაში გაიწვიეს. მსახურობდა კონტრდაზვერვაში, მონაწილეობა
მიიღო ნორმანდიაში გადასხმის ოპერაციაში. დაჯილდოვებულია
ბრიტანეთის სამეფოს მრავალი მედალით და ორდენით.
„ვაჟკაცობისათვის“ მედალის სიგელს თავად მეფე გიორგი 4 აწერს
ხელს.
სწორედ, უოლტერმა დაკითხა ტყვეთ აყვანილი რიბენტროპი. „ის
ლამაზი იყო და ბრწყინვალედ საუბრობდა ინგლისურად – იხსენებდა
ბინგჰემი – და ყოფნიდა თავხედობა ემტკიცებინა, თითქოს არაფერი
იცოდა ებრაელთა განადგურებაზე“.

რამდენიმე ხანში ვოლტერმა დედა იპოვა, რომელიც დევნილთა
ბანაკში იყო შვეციის სამხრეთით. 1947 წელს მისთვის მშვიდობიანი
ცხოვრების ხანა დაიწყო. მან ფილოსოფია შეისწავლა, წამოიწყო
ბიზნესი და თავისი მოწოდება ჟურნალისტიკაში მოძებნა.
1960 წელს მისი ჟურნალისტური მრავალწლიანი კარიერა დაიწყო. მას
სხვადასხვა სტუდიაში მიჰყავდა გადაცემები. გამოდიოდა BBC და
წერდა რამდენიმე გამოცემისათვის.
1968 წელს ყველაფერთან ერთად უმაღლესი კატეგორიის მფრინავის
ლიცენზიაც მიიღო. 1971 წელს ის პილოტირებას უწევდა
თვითმფრინავს, რომელიც ლონდონიდან თელ-ავივში გამოფრინდა.
მან რამდენიმე კამარა შემოჰკრა იერუსალიმის თავზე. „თვალებიდან
ცრემლები წამსკდა, როდესაც იერუსალიმი დავინახე“ – იხსენებს
უოლტერი.
როდესაც წვერი გაუშვა მისით კინოინდუსტრიის წარმომადგენლები
დაინტერესდნენ. მან ჯადოქრის როლი ითამაშა ფილმებში „ჰარი
პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ და „ჰარი პოტერი და საიდუმლო
ოთახი“. აგრეთვე ჩარლზ დარვინისა და კარლოს დიდის როლებსაც
თამაშობდა ტელეფილმებში.
2004 წელს ის ისრაელში რეპატრირდა, სადაც მისი ქალიშვილი და
შვილიშვილები ცხოვრობენ. მას შემდეგ ისრაელის ტელევიზიის მე-7
არხზე საკუთარი ინგლისურენოვანი პროგრამა „უოლტერის
სამყაროს“ უცვლელი წამყვანია.
2018 წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ნორმანდიის ოპარაციაში
მონაწილეობის გამო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის
კავალერი გახდა.
უოლტერ ბინგჰემი უკვე იყო შეტანილი გინესის რეკორდების წიგნში,
2017 წელს ყველაზე მხცოვანი წამყვანის რანგში, 2018 წელს ყველზე

ასაკოვანი პარაშუტისტის ამპლუაში, როდესაც ისრაელს სამხრეთში,
ერთერთ აეროდრომზე შეასრულა პარაშუტიდან ხტომა.
„საკმაოდ ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. კარგ დღეს მგონია, რომ 40
წლის ვარ. მძიმე დღეს კი – 50-ის. არ გავალ პენსიაზე, ვიმუშავებ
მანამდე, სანამ შევძლებ“- უთხრა სააგენტო JTA ჟურნალისტს
ინტერვიუში უოლტერმა.
ის აგრძელებს ახალი პროგრამების მომზადებას თავის ახალ
სტუდიაში ისრაელის დედაქალაქის ცენტრში და წერს სტატიებს
„Jerusalem Post” და “Time of Israel”-ისათვის.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან
ფოტოზე: უოლტერ ბინგჰემი
შირა გერშსკოს ფოტო (მთავრობის პრესსამსახური)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
Next post საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა