მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

Read Time:27 Second

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მიულოცეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 11 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან  ფულადი დახმარებები ჩაერიცხათ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დავით გარეჯის საკითხზე შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება
Next post პლანეტის უხუცესი ჟურნალისტი ისრაელიდან