პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს

Read Time:22 Second

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ახლა უკვე კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს. ოტავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაფიო გზავნილი მიიღოს. თუმცა, კანადელი სპორტსმენები ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

„კანადა კვლავ ძალიან შეშფოთებულია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. შესაბამისად, ჩვენ არ გავგზავნით დიპლომატიურ წარმომადგენლობას პეკინში ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე“, – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებს პეკინში მინისტრთა კაბინეტიდან არავინ დაესწრება.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ისტორიის სახელმძღვანელოს მონაკვეთი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების ინტერპრეტაციის საშუალებას 0 პროცენტით იძლევა
Next post გიორგი კალანდია: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი