გიორგი კალანდია: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი

Read Time:48 Second

თამამად შემიძლია გითხრათ და ამის გადამოწმებაც შეიძლება, რომ ხელოვნების სასახლის ისტორიაში ყველაზე დიდი შემომწირველი და ყველაზე დიდი დონორი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ გავექცევით, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სამუზეუმო სფეროზე რომ ვილაპარაკოთ, დამისახელეთ ერთი ქართველი მაინც, ვინც იყიდა და გადასცა მუზეუმს საკუთრებაში ფიროსმანის ნამუშევარი. მეფე თეიმურაზ მეორის უნიკალური პორტრეტი, რომელიც დღეს უკვე რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს, შესრულებულია საიმპერატორო მხატვრის მიერ. როდესაც ის ლონდონში აუქციონზე გამოიტანეს და ჩვენთან ერთად ვაჭრობდა ბრიტანეთის პორტრეტების გალერეა. მე არანაირი იმედი არ მქონდა, რომ ამ პორტრეტის დაბრუნებას შევძლებდით, წერილი მივწერე ფონდ „ქართუს“ და გამოხმაურება იყო ძალიან სწრაფი. მეტიც, ამის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცის. არც არჩევნები იყო, არც რაიმე პოლიტიკური აქტივობისთვის შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო. ერთადერთი მიზანი იყო, რომ უნიკალური პორტრეტი დაბრუნებულიყო საქართველოში. ამის გამო მადლობის არ თქმა და ბიძინა ივანიშვილის სახელის ამოშლა საქართველოს ისტორიიდან არის სასაცილო და პირიქით, უკურეაქციასაც იწვევს. როდესაც მარმარილოს ტალახს უსვამ, მარმარილოზე ტალახი დიდხანს არ ჩერდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს
Next post ივანე ჩხაიძე: ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ