პედოფილების მიმართ შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაწესდეს

Read Time:19 Second

პედოფილების მიმართ შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაწესდეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა.

“პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის ნაწილში. გავამკაცრეთ სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში ჩამდენი პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული. ეს ადრე ასე არ იყო”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

“ინტერპრესნიუსი”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post  დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია
Next post არაბი ქალი განქორწინებას ითხოვს ქმართან, რომელსაც ბურგერის ყიდვა დაავიწყდა