პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამოაქვეყნა

Read Time:55 Second

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ გასაუბრებაზე კომისიის წევრებისგან მიღებული ხმების ოქმები გამოაქვეყნა.

პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ სხდომა გუშინ გამართა, სადაც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია განიხილა და კანდიდატთა მოსაზრებები მოისმინა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ნინო კაკაბაძემ 9 დადებითი ხმა მიიღო; ია მამალაძემ – 9 დადებითი; ზვიად დევდარიანმა – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბესიკ ლილუაშვილმა – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; იზაბელა ოსიპოვამ – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; დონარა შონავამ – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბაბუცა პატარაიამ – 6 დადებითი, 3 უარყოფითი; ზაზა შათირიშვილმა – 6 დადებითი, 3 უარყოფითი; მალხაზ ასლამაზაშვილმა – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია კობერიძემ – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია სირაბიძემ – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ხატია ყურაშვილმა – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ვლადიმერ ბოჟაძემ – 2 დადებითი, 7 უარყოფითი; დავით კორახაშვილმა – 9 უარყოფითი.

საკონსკურსო კომისიამ 14 მსურველიდან 12 კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის არიან – ნინო კაკაბაძე, ია მამალაძე, ზვიად დევდარიანი, ბესიკ ლილუაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, დონარა შონავა, ბაბუცა პატარაია, ზაზა შათირიშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, ნათია კობერიძე, ნათია სირაბიძე, ხატია ყურაშვილი. რაც შეეხება დავით კორახაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძეს, მათ კომისიამ მხარი არ დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება
Next post დაზვერვის სამსახურში თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს