გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება

Read Time:55 Second

საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა და აშშ – საქართველოს ინტენსიური დიალოგის გაძლიერების საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, კონგრესში, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან შეხვედრისას.

ნენსი პელოსიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების მოსმენა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს საკანონმდებლო მექანიზმებითაა გამყარებული, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც არაღიარების პოლიტიკის წარმატებას უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის სტაბილურობას და მოახდენს რუსეთის აგრესიის პრევენციას, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის.

ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატო-ს მომავალ სამიტზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესში საქართველო მხოლოდ სიკეთეების მომხმარებლის მიმართულებით დაინტერესებული მხარე არ არის, იგი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს მომავალი სამიტის მზადების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასეთ დაძაბულ საერთაშორისო გარემოში უფრო მეტად მოხდეს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დასახელდა
Next post პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამოაქვეყნა