პარლამენტის 100 წლის საიუბილეო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა

Read Time:20 Second

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად შეიქმნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზს (ესკიზებს) დადგენილ ვადებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი – სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა
Next post პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია